ლუკაშენკოს განცხადებით, რუსების წინაშე მუხლებზე დგომა საჭირო არ არის

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა არამარტო უარი თქვა მინსკთან თანამშრომლობაზე რაკეტის შემუშავების საკითხებში, არამედ არ დათანხმდა ბელარუსისთვის პოლიგონის გამოყოფაზე. ამის შესახებ RIA წერს.

22 მაისს, ლუკაშენკომ ეწვია სამეცნიერო-წარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიის ექსპერიმენტალურ-ტესტირების ადგილს მინსკის მახლობლად, მაჩულიშში, სადაც ასევე აუწყეს ქვეყანაში სარაკეტო მეცნიერების განვითარების შესახებ. ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურს უთხრეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა შეიარაღებაზე, რომელსაც 300 კილომეტრის მოშორებით მდებარე სამიზნეებზე შეუძლია იერიშის მიტანა. დეველოპერებმა პრეზიდენტს უტხრეს, რომ “300”-ის ტიპის რაკეტის პროტოტიპი წესით, სექტემბრამდე უნდა გამოჩნდეს.

ამ რაკეტის შესამოწმებელი ადგილებად განიხილება პოლიგონები ჩინეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში და საუდის არაბეთში. როგორც სახელმწიფოს მეთაურს აცნობეს, რუსული მხარეს არ სურს უზრუნველყოს თავისი სატესტო ადგილები ტესტირებისთვის.

ამასთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსების წინასე მუხლებზე დგომა საჭირო არ არის. “ეს არის სიგნალი, რომ ჩვენს მეზობელს ჩვენტან ერთად არათუ არ სურს, რომ რაკეტა შეიმუშაოს, არამედ ისიც არ უნდა, რომ მის გამოსაცდელად პოლიგონნი დაგვითმოს…” – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

Comments
Loading...