მადონას კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა

61 წლის მომღერალი თვითიზოლაციის წესებს მკაცრად იცავდა,თუმცა ახლა აცხადებს,რომ ამ ვირუსის აღარ ეშინია,რადგან მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა. ამის შესახებ იგი საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე წერს.

მომღერალი აღნიშნავს,რომ მან კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა და COVID-19-ზე გაკეთებულმა ტესტმა აჩვენა,რომ მას ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვს ორგანიზმში და შესაბამისად,ის რისკ ჯგუფში აღარ შედის.

“მე ჩავაბარე ტესტი და აღმომაჩნდა ანტისხეულები და,ამიტომაც,ხვალ ხანგრძლივ მოგზაურობაში წავალ მანქანით.ჩამოვწევ ფანჯრებს და შევისუნთქავ COVID-19-ით გაჯერებულ ჰაერს”-წერს მადონა.

Comments
Loading...