მაკრონმა,კორონავირუსის გამო,ბორის ჯონსონს ულტიმატუმი წაუყენა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი-ბორის ჯონსონი იძულებელი გახდა,ქვეყანაში დაეწესებინა შეზღუდვები რესტორნების,ბარებისა და კლუბების მუშაობაზე,ემანუელ მაკრონის ზეწოლით. ამის შესახებ წერს ფრანგული გაზეთი Liberation.

 

გაზეთის ცნობით,საფრანგეთის პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით,რომ დიდი ბრიტანეთი არ იღებდა ისეთ ზომებს,რომლებიც საჭირო იყო კორონავირუსისაგან თავდასაცავად. “ჩვენ იძულებულები ვიყავით,დავმუქრებოდით მათ,რათა მიეღოთ საჭირო ზომები”-წერს გამოცემა,ულტიმატუმის შესახებ.

წყაროს ცნობით,ულტიმატუმი წარადგინეს 20 მარტს და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღო დიდი ბრიტანეთის სამეფომ გადაწყვეტილება იმის შესახებ,რომ დაეხურა დიდი თავშეყრის ადგილები:თეატრები,ბარები,რესტორნები,გასართობი ცენტრები და სპორტული დარბაზები.

Comments
Loading...