მალაიზიის მეფემ ტახტზე უარი თქვა

მალაიზიის უზენაესმა მმართველმა მუჰამედ V-მ ტახტზე უარი თქვა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ქვეყნის სამეფო კარი ავრცელებს.

“მისი უდიდებულესობა ემზადება კელანტანში დასაბრუნებლად, რათა იყოს ამ შტატის მაცხოვრებლებთან ერთად მათ საკეთილდღეოდ და მათი განვითარებისთვის, აგრეთვე მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

არ ვრცელდება ინფორმაცია მიზეზის შესახებ, თუ რატომ მიიღო მეფემ ასეთი გადაწყვეტილება.

მალაიზიის კანონმდებლობის მიხედვით, მეფის თანამდებობა არჩევითია. ქვეყნის მეთაურს ხუთი წლის ვადით, ათ სულთანს შორის ირჩევენ, რომლებიც ქვეყნის შტატებს მართავენ.

49 წლის მუჰამედ V კელანტანის შტატის მმართველი იტო. იგი მალაიზიის მეფედ 2016 წლის აპრილში, ქვეყნის ხელისუფლების საბჭოს 9 წევრის საიდუმლო ხმის მიცემის შედეგად იქნა მეფედ არჩეული.

Comments
Loading...