მალინა ბერიკაშვილი ქართულ მედიას: ვითხოვ ამ აბზაცის ინტერვიუდან ამოღებას

თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩეველი, მალინა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც მედიას მოუწოდებს ამოიღონ ერთი აბზაცი მისი ინტერვიუდან, რომელსაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. მისივე თქმით, მასზე ზეწოლა განხორციელდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე,”აიპრესთან” კატეგორიულად გამორიცხავს და სიცრუეს უწოდებს მალინა ბერეკაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით ნამკურნალებ პაციენტებს, წელიწადნახევარში ან ორში ღვიძლის სიმსივნე უჩნდებათ.

თენგიზ ცერცვაძე თქმით, პაციენტის მოტყუება, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვით კიბოს გაჩენაზე, სისხლის სამართლის დანაშაულია!

მალინა ბერიკაშვილი კი facebook-ზე წერს: “დამირეკეს ინტერვიუზე და მთხოვეს, გამეკეთებინა კომენტარი და ამეხსნა, გვყავდა თუ არა სიმსივნიანი პაციენტები. მე მათ ავუხსენი, თუ რა კატეგორიის ადამიანები ავადდებიან, ასევე ვახსენე ც ჰეპატიტიდან გამომდინარე დაზიანებული და სიმსივნით დაავადებული ადამიანები.

ეს გაგებული იქნა ისე, თითქოს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის გავლის შემდეგ ხდება სიმსვინის დიაგნოზის დასმა. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ძლიერი ზეწოლა იყო ჩემზე, ვითხოვ ამ აბზაცის ინტერვიუდან ამოღებას. დამერწმუნეთ, ძალიან ძლიერი ზეწოლა იყო და ბევრი მხრიდან.

ამაზე მეტი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს და სასურველია კომეპტენტურმა ექიმებმა ისაუბრონ ამ თემაზე.

თუმცა, რისი თქმაც მინდოდა, არის ის რომ ძალიან გული შემტკივა ხალხზე, რომელიც გაუბედურებული ჩამოდის თურქეთში და ხელახლა უწევს პროცედურების გავლა და მკურნალობა.

სამწუხაროა, რომ ჩემზე ითქვა ისეთი რაღაცეები, რასაც ვთვლი, რომ არ მეკუთვნის, არ დამიმსახურებია, მითუმეტეს ტყუილები რომელიც საერთოდ ახლოს არაა სიმართლესთან.
ძალიან ცუდია, რომ მნიშვნელობვან საკითხებს კი არ მიექცა ყურადღება, იხეირეს და ჩემ მიმართ ისროლეს ტალახი და თქვეს ტყუილები.
პატივისცემით”.

 

 

Comments
Loading...