მამაკაცი,საფრანგეთში,ადამიანებს დანით დაესხა თავს,რადგან ეჭვობდა,რომ კორონავირუსის მატარებელია

საფრანგეთის ქალაქ რომან-სიურ-იზერის მცხოვრები დანით დაესხა ხალხს თავს,რადგან ეჭვობდა რომ მას კორონავირუსის სიმპტომები აქვს. ინფორმაციას ავრცელებს France Info

თავდამსხმელი მამაკაცი 33 წლის სუდანელი ლტოლვილია.იგი აცხადებს,რომ მას მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს და არ იცის,რა და როგორ ჩაიდინა. აღნიშნა ის ფაქტი,რომ მომხდარის წინა ღამეს იყო ძალიან აღელვებული და დეპრესიული თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,რადგან თვლის,რომ აქვს კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები და პანდემიის შედეგად დაწესებული საკარანტინო პირობები მასზე ცუდად მოქმედებს.

მას ფსიქიური აშლილობა არ დაუდასტურდა.

თავდასხმის შედეგად,გარდაიცვალა 2 ადამიანი და დაშავდა-ხუთი.
აღნიშნულია,რომ თავდასხმისას არაბულ ენაზე ლოცულობდა სუდანელი მამაკაცი.
გამოძიებაში ჩაება პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილებაც ,რომელმაც აღნიშნული პირის სახლში იპოვა წერილი,სადაც წერია :”საფრანგეთი ურწმუნოების ქვეყანაა”.

Comments
Loading...