მამაკაცის ჯანმრთელობამ, რომელსაც 67 წელია არ უბანავია, ექიმები გაოცებული დატოვა

ირანში ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი მამაკაცი 67 წელია უარს ამბობს ბანაობაზე, რადგან დარწმუნებულია, რომ ბანაობა მას უბედურებას მოუტანს და საბოლოოდ მოკლავს კიდეც. ისტორიას Daily Star-ი აქვეყნებს.

87 წლის ამუ ჯაჯი პატარა ქოხში ცხოვრობს, ჭამს უმ ხორცს, ძირითადად იკვებება ავტომობილების მიერ მოკლული მაჩვ-ზღარბებით და სვამს წვიმის წყალს. მისი საყვარელი საქმიანობა პაპიროსისი მოწევაა, რომელიც ცხოველის ნაკელითაადატენილი. მისი არაორდინალური ცხოვრების წესის გამო ჯაჯიმ ვერ შეძლო მეგობრების შეძენა და ოჯახის შექმნა, თუმცა არჩეული გზისადმი მისმა ერთგულებამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ადგილობრივებზე, რომ მას ქოხი აჩუქეს, მანამდე ის ორმოში ცხოვრობდა.

ექიმებმა ჯაჯის მონახულება და იმის შემოწმება გადაწყვიტეს, თუ რამდენად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე არაჰიგიენურობამ და არასტანდარტულმა კვების რაციონმა.

გამოკვლევების დროს ექიმებმა მათდა გასაოცრად აღმოაჩინეს, რომ ჯაჯიმმოახერხა სერიოზული დაავადებების თავიდან აცილება.  უფრო მეტიც, მის სხეულზე პარაზიტებიც არ აღმოჩნდა.

ერთადერთი, რაც ირანელ კაცს აწუხებდა ტრიქინელოზი იყო, რაც მწვავე ჰელმინთურ დაავადებას წარმოადგენს, ადამიანი ტრიქონელოზით  ცხოველის თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცის საკვებად გამოყენებისას ავადდება.

“რუსთავი 2”

Comments
Loading...