მამა ანდრია: ვისაც სურს, მკვეთრი განწყობა გამოხატოს 17 მაისს, თავი შეიკავოს ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობისაგან

ამის შესახებ  საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია (ჯაღმაიძე) სოციალურ ქსელში წერს.

“შარშან საპატრიარქომ 17 მაისის მსვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლაში დღესასწაულისათვის შეუფერებელი რიტორიკა იგრძნობოდა.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი მსვლელობა რაიმე აგრესიულობასთან დაკავშირებული საერთოდ არ არის და გვსურს, ოჯახის სიწმინდის და იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული სახალხო ზეიმად იქცეს.

ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას!

ამიტომაც ვთხოვთ ყველას, ვისაც სურს, მკვეთრი განწყობა გამოხატოს, თავი შეიკავოს ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობისაგან” – წერს მამა ანდრია.

Comments
Loading...