მამა გიორგი მამალაძე: ჩვენ განვიხილავთ ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად მიმოწერას?

დასამალი არაფერი მაქვს, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, მამა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

მამა გიორგი მამალაძე დაეთანხმა მისი ადვოკატების შუამდგომლობას, რომ საქმის არსებითი განხილვა ღიად და საჯაროდ წარიმართოს.

„ვეთანხმები ადვოკატებს. დასამალი არაფერი მაქვს. ჩვენ განვიხილავთ აქ ჩემი, როგორც მოქალაქის თუ სასულიერო პირის ცხოვრებას? ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად მიმოწერას? მზად ვარ, თუ თქვენ ამას გადაწყვეტთ, ბატონო მოსამართლე, ჩემი პირადი მიმოწერა გასაჯაროვდეს. დასამალი არაფერი მაქვს. არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს“, – განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

Comments
Loading...