მამა შალვა პეტრე ცაავაზე: “ეშმაკმა დაავალა, რომ ერი ეკლესიიდან გაიყვანოს”

"მეუფე პეტრეს ეშმაკმა დაავალა, რომ ერი ეკლესიიდან გაიყვანოს",-ამის შესახებ დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

“მე ვიცოდი რომ მეუფე პეტრე არ ებრძოდა პრობლემებს, ის ებრძოდა საქართველოს პატრიარქს. ის აპირებდა პატრიარქისთვის ეს დაებრალებინა. ეს ადამიანი ამას აპირებდა, ეს დავალება ეშმაკისგან იყო მიცემული. ეშმაკმა დაავალა რომ ერი ეკლესიიდან გაიყვანოს.

რაც ამდენი ხანი შემოკრიბა პატრიარქმა, ქუჩა-ქუჩა, ამ ადამიანის განცხადებამ, ხალხი ეკლესიიდან გაიყვანა.

ეს არის ერის სირცხვილი. რომელი ერიც ამას აპატიებს ის იქნება მთელი ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.

ადამიანები, ვინც ამ დროს მეუფე პეტრეს გვერდში დაუდგებიან ერის მოღალატე, ერის მტერი და საქართველო ღალატია. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, ეს არის სირცხვილი. “,-ამბობს მამა შალვა კეკელია.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა.

Comments
Loading...