მამუკა ბახტაძე: “ქედასა და გორში მომხდარ ტრაგედიებში დამნაშავეები სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს”

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო გორსა და ქედაში მომხდარი ტრაგედიების გამო. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ აღნიშნული ტრაგედიების გამო და მინდა ვთქვა, რომ ორივე შემთხვევაში, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ქედაში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება ინტენსიურად მინდინარეობს, დაკავებულია სამი პირი, თუ გამოძიებით დადგინდა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების წესები, ყველა მათგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ვუცხადებ გულწრფელ სამძიმარს გარდაცვლილტა ოჯახებს, მსგავსი შემზარავი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ბახტაძემ
Comments
Loading...