მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა – მომღერალი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა.
მომღერალი 30 ივლისს, ნატახტართან მძიმე ავარიაში მოჰყვა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
ონაშვილის გადარჩენას მედიკოსები ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ,თუმცა სამწუხაროდ, იგი დღეს გარდაიცვალა.