მანჩესტერში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ინგლისში, მანჩესტერის სტადიონზე, მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სტადიონზე გუშინ, გვიან ღამით, არიანა გრანდეს კონცერტის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

Comments
Loading...