მანჩესტერში ტრეფორდ კოლეჯის მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუირება მოხდა – შენობაში შესაძლოა ბომბი იყოს

დიდი მანჩესტერის საგრაფოში ტრეფორდ კოლეჯის მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუირება მოხდა. ამის მიზეზი ის არის, რომ შენობაში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს, – იუწყება Sky News.

ტელეარხის ინფორმაციით, სასწავლებელთან სამხედროები და პოლიციელები არიან მობილიზებულნი. მიმდებარე ქუჩები ბლოკირებულია.

22 მაისს, მანჩესტერში, სტადიონზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 22 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 59 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” გაზარდეს.

IPN

Comments
Loading...