“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი დააკავეს

საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე დააკავეს კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი და ცენტრალური მცველი-ჰარი მაგუაირი. ინფორმაციას ავრცელებს Daily Mail.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელს კონფლიქტი მოუვიდა ინგლისელ ტურისტებთან და სიტუაციის დასაშოშმინებლად საქმეში პოლიცია ჩაერთო,რა დროსაც მაგუაირმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ არ დამორჩილდა. პოლიციამ იგი დააკავა და მასთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანა ჩხუბის დანარჩენი მონაწილენიც

მაგუაირი კუნძულზე ცოლთან ერთად ისვენებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.