მარგველაშვილი : ღმერთმა დალოცოს საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

“მინდა მივულოცო საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ვუსურვებ წარმატებას. აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო-საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

Comments
Loading...