“მარიუპოლში ყველა ნანგრევში მკვდარია, ისეთი სუნი დგას ქალაქში, ვერ გაივლი – შეიძლება მოკლული იყოს 20-30 ათასი მოქალაქე” – ირაკლი ქურასბედიანი

“სუნი დგას ისე­თი მთელ მა­რი­უ­პოლ­ში, რომ რე­ა­ლუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­ივ­ლი”, – ამის შე­სა­ხებ ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ­მა, ირაკ­ლი ქუ­რას­ბე­დი­ან­მა უკ­რა­ი­ნი­დან ჩარ­თვი­სას “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, მა­რი­უ­პოლ­ში შე­საძ­ლოა 20-30 ათა­სი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე შე­იძ­ლე­ბა იყოს მოკ­ლუ­ლი.

“უკვე რომ დათ­ბა და სი­ცხეა, მთელ ქა­ლაქ­ში, ყვე­ლა ნან­გრევ­ში, ყველ­გან მკვდა­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რამ­დე­ნი და­მარ­ხეს, თხრი­ან ერთ დიდ ორ­მოს და ყრი­ან შიგ­ნით, მაგ­რამ სუნი დგას ისე­თი მთელ ქა­ლაქ­ში, რომ რე­ა­ლუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­ივ­ლი. ალ­ბათ 20-30 ათა­სი შე­იძ­ლე­ბა, იყოს მოკ­ლუ­ლი, მეტი თუ არა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა.

სუნი დგას ქა­ლაქ­ში იმი­ტომ, რომ ნან­გრე­ვებ­ში უკვე და­ი­წყო გახ­რწნა სხე­უ­ლე­ბის. არა­ვის არ გა­მოჰ­ყავს, ფა­სა­დე­ბი რაც გაწ­მინ­დეს ეგაა, თო­რემ და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა ნან­გრე­ვი სავ­სეა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვის დრო­ზე, როცა და­ბომბვა იყო, და­მარ­ხეს, ვინც ქუ­ჩა­ში იყო გაწ­მინ­დეს და გა­იყ­ვა­ნეს ორ­მო­ებ­ში. ძი­რი­თა­დად ხალ­ხი სახ­ლში იმა­ლე­ბო­და, ძი­რი­თა­დი და­ნა­კარ­გე­ბი სწო­რედ კორ­პუ­სე­ბის ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი ხალ­ხია“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქუ­რას­ბე­დი­ან­მა.

ირაკ­ლი ქუ­რას­ბე­დი­ან­მა გა­და­ცე­მა­ში ფრონტზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი საკ­მა­ოდ სწრა­ფად გან­ვი­თარ­დეს. მი­სი­ვე თქმით, რო­გორც კი რუ­სებს ერთი მო­ნაკ­ვე­თი მა­ინც ჩა­მო­ეშ­ლე­ბათ, შემ­დეგ მათი პო­ზი­ცი­ე­ბის რღვე­ვა ძა­ლი­ან სწრა­ფად წავა.

“მე ეჭვი მაქვს, რომ რო­გორც კი მოხ­დე­ბა რა­ღაც გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი და რა­ღაც სად­მე თუნ­დაც ერთ-ორ მო­ნაკ­ვეთ­ზე ჩა­მო­ეშ­ლე­ბათ ფრონ­ტის ხაზი, რღვე­ვა წავა მერე ძა­ლი­ან დიდი სის­წრა­ფით. საკ­მა­რი­სია ერთ ად­გი­ლას ჩა­მო­ი­შა­ლოს მარ­თვა, კონ­ტრო­ლი და თავ­დაც­ვი­თი ზღუ­დე, რომ მერე მე­ტას­ტა­ზე­ბი­ვით უცებ გავ­რცელ­დე­ბა. საკ­მა­ოდ სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქუ­რას­ბე­დი­ან­მა.

“ამბები ჯი”

ვიდეო:https://www.ambebi.ge/article/276631-mariupolshi-qvela-nangrevshi-mkvdaria-iseti-suni-d/

Comments
Loading...