მარკ ცუკერბერგისა და მამამისის რეაქცია, როცა გაიგეს, მარკი ჰარვარდში მიიღეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“  დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორც  მისი,  ასევე მამამისის რეაქციები, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამოგზავნილი მეილის ნახვის შემდეგ გაიგეს, რომ მარკი ჰარვარდში ჩაირიცხა.

ცნობილია ისიც, რომ სწორედ ჰარვარდის უნივერსიტეტში შეხვდა მარკ ცუკერბერგი ძმებ ვინკელვოსებს და მათთან ერთად შექმნა „ფეისბუქი“. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ცუკერბერგმა ძმებს აღნიშნული სოციალური ქსელის შექმნის იდეა მოპარა.

Comments
Loading...