მარკ ცუკერბერგი მზისგან დამცავი კრემით (და არა მარტო) ახალი მიმების ინსპირაცია გახდა

მართალია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე პანდემია კვლავ მძვინვარებს, მაგრამ ეს Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს ხელს სულაც არ უშლის, რომ ზაფხულის ცხელი დღეები ჰავაიზე გაატაროს და სერფინგის დაფით იცურაოს.

თუმცა სოციალურ ქსელებში მრავალი მომხმარებლის დაინტერესება ამ 36 წლის მილიარდერის შვებულებამ ან სპორტულმა გატაცებამ კი არა, არამედ სულ სხვა დეტალებმა მიიქცია.

ბევრი ჩვენგანის მსგავსად, რა თქმა უნდა, ცუკერბერგიც უფრთხილდება მზის მწველ სხივებს და საცურაოდ დამწვრობისგან დამცავი კრემით გამოჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, ცოტა ზედმეტი მოუვიდა… ან სახლიდან გამოსვლისას, წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართველი ბებიის მსგავსად ვინმემ მასზე ზრუნვისას გადაამლაშა.

რაც არ უნდა იყოს, ამ ფაქტმა ბევრი გაახალისა და მრავალფეროვანი ასოციაციებიც გაჩნდა.

ხოაკინ ფენიქსის შემდეგ ჯოკერის როლში მას ხომ არ უნდა ველოდოთ?

ან იქნებ ხერხის ახალ ნაწილში ვიხილავთ?

ინგლისის დედოფლობაც დამშვენდებოდა

და მიაძაკის სამყაროსაც მოერგებოდა

ამავდროულად ცუკერბერგის სახე ერთადერთი დეტალი არ არის, რამაც ბევრის ყურადღება მიიქცია…

“ყველა მის თეთრ სახეზე საუბრობს, მაგრამ ვერავინ შენიშნა მისი უკანალი”

მართლაც რთულია, ის ვერ შენიშნო

“შეყვარებული ვერ მიპოვია, ცუკერბერგს კი უზარმაზარი საჯდომი აქვს. ცხოვრება ნამდვილად უსამართლოა”

წყარო: On.ge

Comments
Loading...