მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის ახალი მმართველი წირვას აღავლენს

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის ახალი მმართველი, წალკელი მიტროპოლიტი გრიგოლი პირველ საკვირაი წირვას აღავლენს.

მარტვილის ტაძარში მრევლი და ეპარქიაში შემავალი ეპარქიიდან სასულიერო პირებიც იმყოფებიან.
ჭყინდიდისა და მარტვილის ეპარქიაში მდებარე რეზიდენციაში წმინდა სინოდის მიერ მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავა ეპარქიაში იმყოფება, თუმცა იგი წირვას არ ესწრება.
მამა პეტრე ცაავა დღეს არც მედიასთან გამოჩენილა.

Comments
Loading...