მარტვილში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა – ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს თემში,  წაჩხურუს უბანში ტყის მასივში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა, ამის შესახებ mpress.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი გუშინ საღამოს ხანძარი ლიკვიდირებული იყო, თუმცა გამთენიისას ამოვარდნილმა ქარმა ცეცხლის ახალი კერები გააჩინა.

რთული რელიეფის გამო,    სახანძროს  მანქანები  სტიიქიის ზონამდე  ასვლას ვერ ახერხებენ.

ბოლო ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირებას მარტვილისა და სენაკის 20 მეხანძრე-მაშველი და ადგილობრივები დილიდან  ცდილობენ.

ამდროისთვის, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი . ასევე, უცნობია, რამდენი ჰექტარი  ტყე იწვის.

Comments
Loading...