მარტვილში ხანძარს ცოცხალი ძალით ებრძვიან – სახანძრო მანქანები სტიქიის ზონამდე ვერ მიდიან

ამდრომდე ვერ ხერხდება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ტყის მასივში  გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება.

 

როგორც mpress.ge-ს  მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, გია ჯიჯელევამ განუცხადა, რთული რელიეფის გამო, სახანძრო მანქანები ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ და ხანძარს ცოცხალი ძალით ებრძვიან.

მისივე ინფორმაციით,  ადგილზე მობილიზებულია სენაკისა და მარტვილის 20 მეხანძრე მაშველი,  ადგილობრივი მოსახლეობა და მერიის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, წაჩხურუს უბანში,  ტყის მასივში ცეცხლის ახალი კერები დღეს დილით გაჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი . ასევე, უცნობია, რამდენი ჰექტარი  ტყე იწვის.

Comments
Loading...