“”მარშუტკაში” მხოლოდ 7 ადგილი ყოფილა. ეგრევე წამომხტარა ხანში შესული კაცი…” – შემდეგ რაც მოხდა, გაგაოცებთ

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე შემდეგი შინაარსის სტატუს აქვეყნებს:
“ქუთაისი-წყალტუბოს მარშუტზე 10 უცხოელი მისულა, წასვლა გვინდა წყალტუბოშიო. “მარშუტკაში” მხოლოდ 7 ადგილი ყოფილა. ეგრევე წამომხტარა ხანში შეული კაცი, დავრჩები მე და შემდეგ რეისს გამოვყვები, რა დამიშავდებაო. იქვე მიუბაძია ორ ახალგაზრდას და ასე გაემგზავრნენ წყალტუბოში ტურისტები.
რანაირი ქვეყანა ვართ… რანაირად შეიძლება არ შეუყვარდეს იმ ათ უცხოელს საქართველო. ის ბერი კაციც და ის ორი ახალგაზრდაც ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან, აბა ვინ არიან? ❤
პ.ს. ამბავი მომითხრო ჩემმა კოლეგამ ანა ჯიქიამ”,-წერს ლიკლიკაძე.
Comments
Loading...