მასკი: ადამიანის გაფრენა მარსზე იქნება სარისკო, მაგრამ საინტერესო თავგადასავალი

ილონ მასკმა ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრა მარსზე ადამიანთა გაშვებისა და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

მასკის განცხადებით, მარსზე ადამიანის გაშვება არ არის ისე რთული, როგორც იქ ბაზის შექმნა ხალხის მუდმივ საცხოვრებლად.

“მარსზე მოხვედრა არ არის მთავარი პრობლემა. თვითკმარი ბაზის შექმნაა რთული ამოცანა. სიკვდილის დიდი ალბათობა არსებობს, მაგრამ თუ წარმატებას მივაღწევთ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება”, – თქვა SpaceX- ის ხელმძღვანელმა.

“მიეცით დრო და SpaceX მოხვდება მარსზე, მაგრამ მე არ ვიცი რამდენ ხანში. ჩვენ უნდა შევქმნათ ბაზა მარსზე, შემდეგ კი ავაშენოთ ქალაქი და მივაღწიოთ იმ ეტაპს, როდესაც ის თვითკმარი იქნება”, – თქვა ბიზნესმენმა.

მასკმა კითხვაზე, თუ რა სირთულეებს უკავშირდება ადამიანის გაშვება მარსზე, უპასუხა : “მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ძალიან რთული და საშიშია. მარსზე ფრენისთვის ჩვენ გვჭირდება ბევრი ადამიანი და ჩვენ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ეს იქნება საკმაოდ სარისკო, მაგრამ საინტერესო თავგადასავალი. ”

 

Comments
Loading...