მასკი: აშშ-ში,კიბერდანაშაულის მცდელობისთვის დაკავებული რუსის საქმე Tesla-ს ქარხანას უკავშირდება

მასკმა აღიარა,რომ აღნიშნული საქმე ტესლას ქარხანას ეხება.

შეგახსენებთ,რომ ლოს-ანჯელესში დააპატიმრეს რუსეთის 27 წლის მოქალაქე-იგორ კრიუჩკოვი. მას ბრალად ედება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე კიბერიერიშის განხორციელების მცდელობა.

გამოძიების თანახმად, რუსი ქვეყანაში შემოვიდა ტურისტული ვიზით და 15 ივლისიდან 22 აგვისტომდე შეეცადა შეთქმულების მოწყობას  ამერიკული კომპანიის თანამშრომელთან ერთად, ნევადის შტატში. კრიუჩკოვმა კომპანიის თანამშრომელს შესთავაზა ქრთამი, ერთი მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც მას კომპანიის კორპორატიულ ქსელზე შეერთებულ კომპიუტერში  “მავნე პროგრამა” უნდა ჩაეშვა. ამრიგად, რუსი აპირებდა კომპანიის მონაცემებზე წვდომას, შემდეგ კი გამოსასყიდს მოითხოვდა, იმუქრებოდა, რომ მოპარული ინფორმაცია საჯარო გახდებოდა,- ნათქვამია გამოძიებაში.

თავდაპირველად კომპანიის სახელწოდება არ საჯაროვდებოდა,თუმცა ახლა მასკმა განაცხადა,რომ შემთხვევა ტესლას ქარხანას უკავშირდება.

Comments
Loading...