მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეები დასაჯა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელი, რომლის დასჯის მეთოდების შესახებ ინფორმაცია გახმაურდა, შუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უცნობია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამასთან, შსს-მ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ასევე, პედაგოგს დროებით უფლებამოსილება შეუწყდა. ეს მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში დაჩოქილი მოსწავლეების ფოტო გაავრცელა.

ბაირამოვას ინფორმაციით, “მარნეულის სოფელ კირიხლოში ქართული ენის პედაგოგმა, რომელიც დირექტორის ძმის შვილია, მეოთხე კლასელები დასაჯა და მუხლებზე დააყენა, მიზეზი, კი ის იყო რომ ისინი კარგად არ სწავლობდნენ”.

 

Comments
Loading...