მაღაზია „ორი ნაბიჯში“ ნიღბიანები შეიჭრნენ – ყაჩაღობა თბილისში
ყაჩაღობა მოხდა თბილისში, წინამძღვრისშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია “ორ ნაბიჭში”. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ორი ნიღბიანი შეიჭრა. თავდამსხელებმა აღნიშნული მაღაზიიდან გარკვეული ოდენობის თანხის წაღება მოახერხეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყაჩაღობის დროს ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა. დაშავებული ამ დროისთვის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილლი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შსს-ში აცხდებენ, მოხდარ აფქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.