მაღალი თანამდებობის პირმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა

დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა კილაძემ,- ინფორმაციას რადიო “თავისუფლება” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა. გარდაცვლილის ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე ,დღის საათებში, ადგილობრივებმა ნახეს.

არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. ის მონაწილეობდა დმანისის ცნობილ არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც იპოვეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები და სხვა პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა.

Comments
Loading...