მაღრაძე: უხერხულია, 40-50 წლის ჯანიანი ადამიანი წლების მანძილზე სოციალურ დახმარებას იღებდეს

“სოციალური დახმარების სისტემას გადავხდოთ თუ არა? ცოტა უხერხული 40-50 წლის ჯანიანი ადამიანი წლების მანძილზე არის სოციალური დახმარების სისტემაში.” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრძემ.

საპარლამენტო უმრაველსობის წევრი გუგლი მაღლაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკოს სოციალური დახმარების სისტემის გადახედვას სთხოვს.

“კი, მესმის სამუშაო ადგილები და სხვა, მაგრამ ხომ არ მოვიფიქროთ რაღაც ისეთი სისტემა, შესთავაზე, განათლება, პროფესიული გადამზადება, რომ ის ადამიანი იყოს ჩართული შრომაში და არ იღებდეს სოციალურ დახმარებას, ფაქტიურად შეუძლია მუშაობა… ეს სამომავლოდ ცუდი პიროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ასე ძალიან არასასიამოვნო შედეგებზე მივდივართ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

Comments
Loading...