მაშველებმა ურეკში სამი ტურისტი გადაარჩინეს

დაბა ურეკი – მაშველებმა ზღვაში შესული რუსეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 53 და 42 წლის ქალბატონები ზღვის სიღრმიდან ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ტურისტები ამ დროისთვის  მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე არიან გამოყვანილები.

Comments
Loading...