მგზავრები თბილისის მეტროს ვაგონებში მობილურ მოწყობილობებს დამუხტავენ

თბილისის მეტროს ოთხი განახლებული ვაგონი შეემატა. ვაგონებში დამონტაჟდა USB-როზეტები – მგზავრები მობილურ ტელეფონებს, სმარტფონებს, პლანშეტებს და სხვა მოწყობილობებს დამუხტავენ.

ვაგონები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში გარემონტდა.

2017 წელს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია იგეგმება.

/imedinews.ge

Comments
Loading...