მდინარაძე: ადეიშვილის თანამშრომელი კი არა, თვალით არ მინახავს ცხოვრების განმავლობაში

“ადეიშვილის თანამშრომელი კი არა, რომელიც თვალით არ მინახავს ცხოვრების განმავლობაში… ჩემი პროკურატურაში საშვის დაშვების გამო, პრობლემები ექმნებოდა პროკურორებს. ეს არის სიმართლე, ამ სიმართლის ტირაჟირება არ გინდათ და გინდათ ტირაჟირება 2 წლის წინ, ნიკა გვარამიას სიბიძნურის, რომლის მიხედვითაც ეს ეჭვი მყარდებოდამ თოთქოს მე იქ რაღაცას ვალაგებდი. მეტი ვერაფერი გამოიგონეს.”

ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ტვ პირველის” ეთერში ირმა ინაშვილის ბრალდების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც მას ჟურნალისტმა ვახო სანაიამ წაუკითხა: “მამუკა, დიდი ხანია აღარ ხარ ადეიშვილის თანამშრომელი და დიდი ხანია აღარ ხარ “ნაციონალური მოძრაობით აღტაცებული ადვოკატი?

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ირმა ინაშვილის ბრალდებაში ფაქტობრივი შეცდომა ის არის, რომ მას იხსენიებს იმ ადამიანებს შორის, რომელიც ცრუ ინფორმაციების მიხედვით დაკავშირებული იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან”.

“ინაშვილი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, თუ იტყვის, რომ 2003 წელსაც კი, და მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც არსებობს ეს მავნებლური ძალა “ნაციონალური მოძრაობა”, ერთხელ მაინც მითქვამს, რომ ესენი კარგები არიან, მაშინ მე ვიტყვი, რომ რაღაც დამიშავებია. ასეთ ადამიანს, ვინც ამას იტყვის, ვერ ნახავთ და თუ ვინმეს ნახავთ, ის არის მატყუარა”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: მამუკა მდინარაძე “ტვ პირველის” გუშინდელ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ეთმობოდა დეპუტატებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მათ მიმართ ისმის ბრალდებები, რომ ისინი არიან “ქართული ოცნების” წევრები, ან დაახლოებული “ქართულ ოცნებასთან”

Comments
Loading...