მდინარაძე: “ევროპული საქართველოს” განცხადებას აკვდება გამოთქმა, “კუმ ფეხი გამოყო

” საქართველოში ის დრო არ არის, როცა კორონავირუსის გამო შეიძლება, ეკონომიკა ჩამოიშალოს”. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის დავით ბაქრაძის ინიციატივის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რომ იტყვიან, „ევროპული საქართველოს“ დღევანდელ განცხადებას აკვდება: კუმ ფეხი გამოყოო. სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას. საქართველო კორონას გამოწვევას როგორ უმკლავდება, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა, ამას საზოგადოება ხედავს. ამ თვალსაზრისით, საქართველო არცერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამორჩება. ეკონომიკაშიც ზუსტად ასე იქნება.

ქართული სახელმწიფო თავს ამ გამოწვევასაც გაართმევს. ბუნებრივია, ეკონომიკაზე გარკვეული დარტყმები იქნება, მაგრამ ყველანაირი რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ ამ გამოწვევასაც ადეკვატურად ვუპასუხოთ. საქართველოში ის დრო არ არის, როცა ამის გამო შეიძლება, ეკონომიკა ჩამოიშალოს. ამ გამოწვევას თავს როგორც ევროპული ქვეყნები გაართმევენ, ასევე გავართმევთ ჩვენც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, გეგმა გადასახადების შემცირებასა და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.

Comments
Loading...