მეგრული ჩირი ამერიკაში გაიყიდება

ევროპულ ბაზარზე სუბლიმირებული ჩირს კომპანია “გემუანი” გაიტანს, ამის შესახებ, “საქმის კურსში” კოპანიის წარმომადგენელმა პაატა მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროდუქცია ნიუ-იორკში და ამსტერდამში უახლოეს 10 დღეში გაიგზავნება.

პაატა მაჭავარიანის განმარტებით, ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც 100% ქართული ხილისგან შედგება.

კომპანის წარმომადგენლის თქმით, “გემუანი” თვის ბოლო ISO სერთიფიკატს მიიღებს.

როგორც პაატა მაჭავარიანმა გადაცემაშია აღნიშნა, საქართველოში არ არის ლაბორატორია, რომელიც ვიტამინის ტესტებს აკეთებს, რის გამო გერმანიაში, ჰოლანდიაში და ევროპოს სხადასხვა ქვეყნები უწევთ გაგაზავნა, რაც საკმაოდ დიდი ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

Comments
Loading...