მედვედევთან არანაირი შეხვედრა არ ყოფილა – ქუმსიშვილი

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა და მხოლოდ საერთო, პროტოკოლური ფოტო გადაიღეს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თურქეთში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტზე ფოტოს გადაღების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„არ ყოფილა არანაირი შეხვედრა. რაც შეეხება ფოტოს, ეს იყო პროტოკოლური ფოტო. ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

ფოტოს, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი და დიმიტრი მედვედევი გვერდიგვერდ დგანან, საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

VBNM

Comments
Loading...