მედიის ინფორმაციით, პუტინი თვითიზოლაციაში გადადის
ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაში გადადის.
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიზეზად, მის გარემოცვაში კოვიდინფიცირების შემთხვევების მატებას ასახელებს.
ამასთან, კრემლის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა იზოლაციაში გადასვლის შესახებ ტაჯიკეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.