მეზვრიშვილი: არ გამოვრიცხავთ,რომ კახეთის აქციაში მონაწილე პირები კიდევ დააკავონ

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კახეთში ოპოზიციის აქციის მონაწილე პირები კიდევ დააკავონ.

“დაკავება იქნება იქ, სადაც სამართლებრივი საფუძველი არსებობს, იქ სადაც არ იარსებებს და დევნის საფუძველი იარსებებს, პირდაპირ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა და ბრალი წარედგინებათ შესაბამის პირებს. არის კიდევ რამდენიმე ქეისი, ინდივიდუაური სადაც კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, ისევე როგორც ადმინისტრაციული პაუსიხმგებლობის საკითხი.

ამ ეტაპზე ჩვენ ვართ დამუშავების პროცესში, ვიდეო მასალის და იმ მტკიცებულებების, რაც გვაქვს, ვისი პასუხისმგებლობაც იკვეთება, დეტალებზე არ ვსაუბრობ, მიზანშეწონილი არ არის ამაზე წინასწარ საუბარი. დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, საკმაოდ დიდი ვიდეო-მასალაა, როგორი არეულობა იყო და საკმაოდ ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, როგორც კონკრეტული პირების ქმედების იდენტიფიცირება მოხდება“- აღნიშნა მეზვრიშვილმა

Comments
Loading...