მეზობლები ორთაჭალაში შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრობენ

მეზობლები ორთაჭალაში შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრობენ. როგორც გაირკვა, დედის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ბალერინა ანა მურადელია.

ambebi.ge-სთან ერთ-ერთი მეზობელი იხსნებს, რომ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე ანი მურადელი სადარბაზოში შეხვდა და ის ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.
”ვკითხე – ანი რა გჭირს, რატომ ხარ ასე-მეთქი. აღმოჩნდა რომ ისევ დალია. მკვლელობის ღამეს, ვიწექი უკვე, ანი იდგა კართან და მითხრა წამოდიო და ხელი მტაცა, ძლიერი იყო ძალიან. მიმეორებდა წამოდი, წამოდიო. ისევ მთვრალი იყო და თავი ავარიდე, ასეთ დროს აგრესიული ხდებოდა ძალიან.
მოგვიანებით, კარზე ვუკაკუნე და ყვიროდა თავი დამანებეთ, მეძინებაო. ვუთხარი დედაშენი მალაპარაკე-მეთქი და დედაჩემს ძინავს შემეშვით, არ გავაღვიძებო. მეორე დღეს პოლიცია მოვიდა, არ აღებდა კარს. პოლიციამ შემოვამტვრევთო და მაშინ გაუღო. ლამარაც იქვე იწვა, პირქვე, სისხლი ჰქონდა თავზე და იქვე ვაზის ნამსხვრევები ეყარა. თავიდან ვიფიქრე, იქნებ წაიქცა, 84 წლის მოხუცია-მეთქი, მაგრამ როგორც გავიგე, ანიმ თვითონ აღიარა მისი მკვლელობა”,- განაცხადა მეზობელმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
Comments
Loading...