მელანია ტრამპი: დონალდ ტრამპი საუკეთესო არჩევანია ჩვენი ქვეყნისათვის

აშშ-ის პირველმა ლედმა, მელანია ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე ისაუბრა სლოვენიაში გატარებულ ბავშვობაზე,თავის ახდენილ ამერიკულ ოცნებასა და დონალდ ტრამპზე.

სიტყვით გამოსვლის დასაწყის ნაწილში მელანია ტრამპი შეეხო სლოვენიაში გატარებულ ბავშვობის წლებს,როდესაც მან საკუთარ თავზე გამოსცადა კომუნისტური პარტიის წყობა და ამერიკაში ცხოვრება ექცა ოცნებად.

ბოლოსკენ კი მან დონალდ ტრამპზე ისაუბრა: “ჩვენ ყველამ ვიცით,რომ დონალდ ტრამპი არ ფარავს იმას,თუ რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე და მისი ასეთი გულწრფელობა ერთგვარი საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის. მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, ჩვენ ყოველთვის ვიცით,თუ რას ფიქრობს ის რეალურად. მას უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი და ცდილობს მათი განვითარების გაგრძელებას. ის საუკეთესო არჩევანია ჩვენი ქვეყნისათვის”.

კონგრესზე სიტყვით გამოვიდა დონალდ ტრამპის ვაჟი ერიკი და ქალიშვილი ტიფანიც.

“მამაჩემი არ გაურბის პრობლემებს,მიუხედავად ღია სიძულვილისა და ამერიკისათვის ბრძოლა არის ის,რასაც იგი ყველაფერს შეწირავს”-განაცხადა ტიფანი ტრამპმა.

Comments
Loading...