მელია: “ბიძინა ივანიშვილს არ უნდა პენსიების გაზრდა”

“პენსია რატომ არ იმატებს უკანასკნელი წლების განმავლობაში? არ იმატებს და არც უნდა ბიძინა ივანიშვილს პენსიის მომატება”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ გიორგი გაბუნიას გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

“პენსიონრებზე, როდესაც ვსაუბრობთ ხალხო, პენსია რატომ არ იმატებს უკანასკნელი წლების განმავლობაში? არ იმატებს და არც უნდა ბიძინა ივანიშვილს პენსიის მომატება, იმიტომ რომ ზუსტად იცის რატომ უნდა გაფლანგოს მაგალითად ის 1 მილიარდი ლარი, როდესაც იფიქრებს, რომ არჩევნებს წინ 2-3 დღით ადრე დავარიგებ ერთჯერადად იმას რაც ყოველთვე უნდა ვხარჯო სახელმწიფოს სახელით პენსიონერებზე. ამაზე აქვს გათვლა, მაგრამ ესეც არ იმუშავებს. შველა უნდა ქვეყანას და რაც უფრო მეტნი ვიქნებით გაერთიანებულ ოპოზიციაში, მით უფრო მალე და სწრაფად დავამარცხებთ”,-განაცხადა მელიამ.

Comments
Loading...