მელია სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტმდივანი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს და  ფაროსანასგან მიყენებული ზარალისთვის სტიქიური უბედურების კვალიფიკაციის მინიჭებასა და ფერმერებისთვის ზარალისანაზღაურებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ნიკა მელიასთან ერთად, გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრას ითხოვენ, რის გამოც ზუგდდიდი ცენტრალური გზა გადაკეთეს. მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად ადმინისტრაციის შენობაში შევიდა.

Comments
Loading...