მელია: “ქართული ოცნების” დეპუტაციის ამოცანაა, პარლამენტიდან გამომაგდონ

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” არ ვიცი, ახლა, ბიძინა ივანიშვილი, აშაყირებს საკუთარ გუნდის წევრებს თუ აბუჩად იგდებს. კვლავ ჩაუგდო კენჭი ქართლ “ოცნებაში” შემორჩენილ დეპუტატებს. მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში, ნიკა მელია, როგორც მათი კოლეგია იქნება ვადის ამოწურვამდე მათი კოლეგა თუ არა. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭორს ხელი ისევე. თუ მიაჭერს მიაჭიროს”,-ამბობს ნიკა მელია.

“ქართული ოცნების დეპუტაციის ამოცანა რჩება პარლამენტიდან გამომაგდონ. ანუ შემიჩერდეს დეპუტატის უფლება მოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება ქართველი დეპუტეტბის გარეშე, ბექა ოდიშარიებამ უნდა მიაჭირონ იმ ღილაკს ხელი”,-ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ “ქართუ” ბანკის ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 25 000 ლარით დააჯარიმა.

ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ორი წლით და სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდა.

Comments
Loading...