მერაბ აბრამიშვილის „სამოთხე“ „სოტბის“ აუქციონზე გაიყიდება

„სამოთხე“ „სოტბის“ აუქციონზე 35.000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. ტილოს საწყისი ფასი 25 ათასი ბრიტანული ფუნტია.

აუქციონი ლონდონში 26 მაისს გაიმართება.
მერაბ აბრამიშვილი დაიბადა 1957 წლის 16 მარტს თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის №47 საშუალო სკოლა. 1972–1976 წლებში სწავლობდა ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით. სადიპლომო ნამუშევარი იყო „ამირანის ეპოსი“, ილუსტრაციები.
მუშაობდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში ხატვის მასწავლებლად; ჰქონდა გამოფენები გერმანიაში, იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და ა.შ.

 

წყარო: kvira.ge

 

Comments
Loading...