მერკელი: ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ძალიან დიდ პროგრესს ვხედავ

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

“მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დასჭირდა ამას.

მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს, დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის მანძილზე”, – აცხადებს მერკელი.

 

Comments
Loading...