მერკელი: გაუმარჯოს გერმანულ-ქართულ მეგობრობას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელსა და სამთავრობო დელეგაციას, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და გერმანელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გერმანია-საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და საქართველოში 80-იან წლებში სტუმრობა გაიხსენა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა.

სურს, მადლობა გადაგიხადოთ პარტნიორობისთვის. ვიცით, რომ ბევრი სირთულე გაქვთ, თუმცა ცდილობთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ხალხთაშორისი ურთიერთობები დაალაგოთ. ამიტომ, მახარებს იმის გაგება, რომ რუსეთთან ყველა ამ პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან. მათ აქ ჩამოსვლა მოსწონთ და სწორედ ეს არის მთავარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და მოსალაპარაკებლად. გერმანია არ დაივიწყებს თქვენს ამ პრობლემებს. მადლობა მასპინძლობისთვის. გაუმარჯოს გერმანულ-ქართულ მეგობრობას“,- განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა.

 

Comments
Loading...