მესტია-ზუგდიდის გზაზე სატვირთო ავტომანქანა ხრამში გადავარდა – არიან გარდაცვლილები
მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.