მეუფე გრიგოლი: როცა მღვდელმთავრის განყენება ხდება, მას მეტი ინფორმაცია და მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს

ფოთის და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, რომელიც წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, გამოეხმაურა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განყენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

“ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ეს სწორედ იმ ტიპის გადაწყვეტილებაა, როცა მღვდელმთავრის განყენება ხდება, მას ალბათ მეტი ინფორმაცია და მეტი მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს. რაც ახლა მოხდა, არ იყო ცნობილი არც ჩემთვის და საერთოდ წინასწარ არ არის ხოლმე ცნობილი სინოდზე განსახილველი საკითხების ნუსხა.”

ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში, როცა საქართველოს ჰყავს გარე და შიდა მტერი და უმძიმესი და ურთულესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, ჩვენი ეკლესია არსებული რეალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორც სადღეისო, ისე სამომავლო ჭრილში.

“ამას განსაკუთრებით მოფრთხილება და ღრმად დაფიქრება სჭირდება. მეტი არაფრის თქმა შემიძლია სინოდის დადგენილებასთან დაკავშირებით”-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

Comments
Loading...