მეუფე დანიელი: ილია მეორეს აქვს ტიტანური მოთმინება, ის სულიერების გიგანტი და მსოფლიოსთვის მლოცველია

ამის შესახებ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა ყოვლადწმინდა სამების საკათდრო ტაძარში დღეს, წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“შეცდომაში  ის, ვინც ვინმეს განიკითხავს. თქვენ გინახავთ ოდესმე პატრიარქს ვინმე განეკითხოს? არასდროს! ამ დროს მის მიმართ არაერთხელ გამოთქმულა თავშეუკავებელი მოსაზრებები, შეხედულებები. რა საკვირველია, ეს არის შეცდომა, ცდუნება ბოროტი ძალისა, იმიტომ რომ მისმა უწმიდესობამ უფსკრულის ფსკერიდან დაიწყო ჩვენი ამოყვანა. მართლაც რომ ურჩხულის ხახაში უნდა ჩავარდნილიყო ჩვენი ერი და ამ ხახიდან გამოჰყავს უწმიდესს ჩვენი ერი. თან წარმოიდგინეთ რა დროში ვცხოვრობთ. ვაშენებთ სულიერებას და მსოფლიო, ბიბლიური წინასწარმეტყველების შესაბამისად უფრო და უფრო სცილდება ღმერთს.

რაც აისახება ღვთის საწინააღმდეგო აზრებში, მოქმედებებეში, ეს აზრები და მოქმედებები მრავლდება, ეს ნაწინასწარმეტყველებია ბიბლიაში.  და ბოლო ჟამს რჩეულებიც კი ცდუნდებიან. ასე წერია ბიბლიაში. ძალინ ცოტა იქნება ვინც შეინარჩუნებს რწმენას, მაგრამ ღვთისმშობლის კალთის ქვეშ ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოწამე ჰყავს, აქვს შესაძლებლობა, თუ იგი დაუბრუნდება ღმერთს, დაიცვას თავი ამ ღვარცოფისგან, რომელსაც უნდა უღმერთობის ღვარცოფში შთანთქას მთელი მსოფლიო.

სწორედ ამ წინსვლას, რომელსაც წინ უძღვის ჩვენი პატრიაქრი, წინ ეღობება უღმერთობის ნიაღვარი,წყალდიდობა,რომელიც მთელს მსოფლიოს უვლის.ვაშენებთ, მოვარდება ეს ნიაღვარი და დაგვინგრევს.კიდევ ვაშენებთ და კიდევ გვინგრევს,მაგრამ სახარებაში შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვითს მიერ და  ჩვენი უწმინდესი მიუხედავად იმისა რომ ამდენ განსაცდელში,ამდენ ბრძოლაშია მანაც არაერთი ჭრილობა მიიღო. აი ასე უდრტვინველად დიდი მოთმინებით არის სიყვარულით.შეგმიჩნევიათ ამდენი ტკივლი?ის ხომ ჩვენი, ყველას ტკივილის ატარებს,რომ ამდენი ტკივილი, რომელიც ადამიანს გააჩნია შეგიმჩნევიათ მისი განწყობა შეეცვალოს ან გაბრაზეუბლი ყოფილიყო,ან თავისი საოცარი სითბო მოეკლოს ჩვენთვის როდესმე?არასდროს! ეს არის ტიტანური მოთმინება! ეს არის სულიერების გიგანტი! ეს არის მსოფლიოსთვის მლოცველი ადამიანი. ამიტომ ჩვენ უნდა მადლობდეთ ღმერთს რომ ასეთი ადამიანი გვყავს.მის გარშემო გავერთიანდეთ დედა ეკლესიის წიაღში, არა უბრალოდ ვთქვათ  რომ ჩვენ კარგი სულიერი წინამძღოლი გვყავს არამედ, რასაც გვეუბნება აღვასრულოთ! დავუბრუნდეთ ღვთის მადლს. ღვთის გარეშე ადამიანს არ შეუძლია მცირე სიკეთის გაკეთებაც კი.! ბოროტების დამარცხებაც არ შეგვიძლია ღვთის მადლის გარეშე.

ჩვენი შეცდომა თუ რამე გვჭირს ის არის რომ ჩვენ გვინდა სიკეთ გავაკეთოთ საკუთარი ძალებით, ვენდობით ჩვენს თავს,ამას ჰქვია სწორედ ამპარტავნობა,სიმდაბლეა როდესაც ენდობი ღმერთს და ამბობ,მე, ღმერთის გარეშე არაფერი შემიძლია.ეს სჭირდება საქართველოს,ეს აკლია საქართველოს. განიკითხავს ის, ვინც საკუთარ თავშია დაჯერებული.

ჭეშმარიტი ქრისტიანი არ განიკითხავს,უფალი გვეუბნება,არ განიკითხოთ! რათა არა განიკითხნეთ,თქვენ მოყვასის თვალში ხედავთ ბეწვს და საკუთარ თვალში დირესაც კი ვერ ამჩნევთ. ეს ყველას გვეკუთვნის. დიდი წმინდა მამები ამბობდნენ რომ  ჩვენ ცოდვილთა შორის პირველები ვართო,რატომ?იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ ,რომ ადამიანების სულში არის ბევრი მიდრეკილება ცოდვისაკენ და ეს აწუხებდათ მათ.

არავის არ განიკითხავდნენ. ამიტომ როცა ვხედავთ განკითხვას ეს უძლურებაა,ამპარტავენება და ჩვენ უნდა მოვერიდოთ განკითხვას,ჩვენ პირიქით საკუთარი თავი უნდა განივიკითხოთ,საკუთარი ცოდვები დავინახოთ.გვქონდეს განცდა თვისთა ცოდვათა არა ძმისა ჩვენისა,ხოლო ძმაში ვეძებოთ ხატება ღვთისა.ხატება ყველა ადამიანშია,ყველაზე დაცემულ ადამიანშიც კი ღვთის ხატებაა.აი ამ ხატების პატივიცემა და მიტევება უნდა შეგვეძლოს,სიყვარული გადაგვარჩენს!

იოანე ღვთისმეტყველი ამბობდა უკეთუ იყავრებოდე ურთიერთარს ღმერთი თქვენს შორის .არა განკითხვა, არა დაპირისპირება,არამედ სიყვარული.ეს სჭირდება ჩვენს გულებს,ერს ქრისტეს ეკლესიას და დღევანდელი დიდი მამების,ძვ აღთქმის დიდი მამების ლოცვით და ყოველთა ზეციურთა მფარველთა ლოცვით,ღვთისმშობლის ლოცვით,წმ გიორგი ,წმ ნიკოლზის ლოცვით.დღევანდელი წმინდანების, რომლის ხსენებასაც აღვასრულებთ ლოცვით.

მომავალი წელი ყოფილიყოს მშვიდობის, მიტევების,ურთიერთგაგების და  ჩვენი ამ სულიერი გამთლიანებით ტერიტორიული გამთლიანებით დაწყების წელი.

მომავალ წელს ჩვენ პირველად აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს.ეს ნიშნავს რომ საქართველომ რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა კიდევ ერთხელ ცდილობს მადლობა შესწიროს ღვთისმშობელს და ამ მადლიერებისთვის ახალ ძალას კიდევ გარდამოგვივლენს ჩვენ.

უნდა მოვემზადოთ ამ დღესასწაულის აღნიშნვნისთვის. ყველა წყალობა ღვთისმშობლის კიდევ გამთლიანდეს და სრულად გადმოვიდეს საქართველოში. წელს ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ საქართველოში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებას ,რადგანაც მან ჩამოაბრძანა ღვითსმშობლის ხელთუქმნელი ხატი,რომელსაც ეწოდა აწყურის ღვთისმშობელი,რომელიც ნიშანია,რომ  საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა.ეს ნიშანია რომ ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 2 ათასი წლის თავს.

2019 წელს ემთხვევა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წელი. ეს ორი წმინდანი ანდრია პირველწოდებული და წმ ნინო ღვთისმშობლის მადლით მოქმედებნდენ.პირველს თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა,მეორეს ჯვარი ვაზისა. და ამ ორი დიდი წმინდანის მადლით საქართველო გამთლიანდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. წლევანდელი წელი ყოფილიყოს ჩვენი სულეირი და ტერიტორიული გამთლიანების დასაწყისი წელი.”,-განაცხადა მეუფე დანიელმა.

Comments
Loading...