მეუფე იაკობი კანაფის ექსპორტზე ხელისუფლებას: ნუ დაუპირიპირდებით ერს! 100 ათასობით კაცს გამოვიყვანთ

ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

“ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება, სირცხვილია ჩვენი ერისთვის, 2012-ში ვერ ვიფიქრებდი რომ მომიწევდა ასე საუბარი, ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ, მაგრამ ახლა ძირითადად 2016-დან ვერ ვცნობ ვინ არიან, პარლამენტში ვინ არიან… კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ, გეუნებით! სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად იყვნენ, შევადნაძეც ყოფილა, სააკაშვილი იყო, უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა, ქართველი ერი სხვანაირია, შეითქმება ხოლმე, ბახტრიონშიც იმარჯვებს, როცა მანამდე თითქმის დამონებული ვყვავდით, ეშინოდათ და ვერ მიდიოდნენ, აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს.

…ეს რუსული ოკუპაცია მოვიშოროთ, ტერიტოტიული მთლიანობა აღვიდგონოთ, მსოფლიო თანამეგობრობაში ისეთი ადგილი დავიკავოთ რაც ჩვენ ერს თავისი კულტურით და ისტორიით ეკუთვნის… სირცხვილი არ არის? დასავლეთზე ვლაპარაკობთ, ამერკაზე, თუნდაც ესენი რუსეთისკენ იყურებოდნენ, ვის რად უნდა ნარკობარონები?! რომელიმე გინდათ ასეთი ფული?!(მიმართა ეპისკოპოსმა მრევლს, რომელმაც პასუხად მიიღო – არა! მეუფემ უპასუხა: ასევეა მთელი საქართველო).

შს მინისტრს ვიცნობ, ჭკვიანი კაცია. მე მინდა მივმართო მას. ის არის პოლიციის სახე, დღესდღეობით… ქვეყანას სჭირდებ ძლიერი პოლიცია. ძველი დროიდან მოყილებული დღემდე, ქართველი სამართალდამცავები რასაც ებრძოდნენ, ახალა თვითონ რომ ეს გააკეთონ პოლიციაში რა ავტორიტეტი ექნებათ? აბა გადახედომ ამას და უყურონ, მე ამას გულისტკივილით ვამბობ.

დღეს, ჩენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას?! იმ ადამინებს რომლებიც კეთილდღეობაზე გველაპარაკებიან გადახედონ, შეხედონ თუ რამდენი გაჰყვება მათ და რამდენს ექნება ჩვენი იმედი, რომ არ მივატოვებთ! ერთი რამე უნდა იცოდეთ, ადამიანს ყოველთვის უნდა დავუყოვოთ გზა, რომ თავისი შეცდომა აღიაროს. მე ვფიქრობ, რომ ეს არა მარტო შეცდომაა… საბოლო ჯამში სახელად მოღალატეები დაერქმევათ.

რაც არ უნდა ინოვაციებზე უნდა გველაპარაკოს ფინანსთა მინისტრი, ჯერ ახალი მოსულია მთავრობაში, ხომ ვკითხავ რა გაგიკეთებიათ? გვითხარით რა გაქვთ გაკეთებული, რომ გენდოთ?! ეს ბუნებივი კითხვებია.

თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი, სადაც 150 კაცია. მე მჯერა, რომ მათში საქართველოს მოწინააღმდეგეს იმდენს ვერ იპოვიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ მიიღონ ეს გადაწყვეტილება.

ნუ დაუპირიპირდებით ერს! ერთი რამე იცოდეთ, ჩვენ ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს, ვიქნებით იქ. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ რას ვაკეთებთ. არაფერზე, არცერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან!

ჩვენ დავგდებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი. ბევრი გვეუბნეა, ოჯახთან, შვილებთან ერთად გამოვალთ. ალბათ, თუ უგუნურობა გააგრძელეს, 100 ათასობით კაცს გამოვიყვანთ და მერე, უკვე ძალის წინააღმდეგ უნდათ არ უნდათ დაიხევენ უკან”, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

Comments
Loading...