მეუფე იაკობი: მონსტრად ვარ გამოყვანილი… ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თქვენსავით

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ის ნებისმიერი ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგია.

„მე ბუად ვარ გამოყვანილი, მონსტრად, დემონიზაცია მიმდინარეობდა მთელი ამ წლების მანძილზე, მაგრამ ჟურნალისტებთან ერთად სადმე 2 -3 დღის განმავლობაში კონფერენცია რომ გვქონოდა, ნახავდით, ჩვეულებრივი ადმიანები ვართ ჩვენც, თქვენსაცვით, უბრალოდ ეს გზა გვაქვს ცხოვრების არჩეული .
მე არ მინდა რომ ჩემს ქვეყანაში ვინმე დაჩაგრული იყოს. სახელმწიფო ჩაგრავდეს, ან თუნდაც ეკლესიის წევრები ჩაგრავდნენ ვინმეს.
ნებისმიერი ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგი ვარ, ქრისტე არ იყო მოძალადე“, – აცხადებს მეუფე იაკობი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, რომელიც მან ეთერში გასვლამდე გამოაქვეყნა.

 

Comments
Loading...